რეგიონი
კელი დეგნანი დადიანების მუზეუმში იმყოფებოდა
აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს დადიანების მუზეუმში უმასპინძლეს. ელჩმა მოინახულა ბოტანიკური ბაღი, დედოფლის სასახლე და ნიკო დადიანის სასახლე. მან, ასევე, დაათვალიერა მუზეუმის კოლექცია, მათ შორის, ღვთისმშობელის კვართი, დედოფალ ბურდუხანის მეთორმეტე საუკუნის ხატი, იმამ შამილის ხმალი და ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი. ინფორმაციას საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

"გასული ოცდაათი წლის განმავლობაში შეერთებული შტატები, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, მუშაობს საქართველოს არაჩვეულებრივი და მართლაც უნიკალური კულტურისა და ისტორიის შენარჩუნებასა და წარმოჩენაზე. საქართველოს მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ოცზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ. მათ შორისაა ჯვრის მონასტრის შენარჩუნების მიმდინარე პროექტი. ასევე, რეგულარულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მუზეუმებსა და კულტურის სხვა ინსტიტუტებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საელჩოში მიიჩნევენ, რომ ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლე სამეგრელოს ისტორიულ ავტონომიაზე, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და ევროპასთან საბჭოთამდელ ძლიერ ურთიერთობაზე მეტყველებს. 



Print