რეგიონი
"ქართული ოცნების" ლიდერებს სამეგრელოში ელოდებიან
მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს დღეს  სამეგრელოს რეგიონში ელოდებიან.

"ქართული ოცნების" ლიდერები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრების მთავარი თემა ადგილზე არსებული პოლიტიკური ვითარება და პარტიის სამომავლო გადაწყვეტილებების განსაზღვრა იქნება.
Print