ახალი ამბები
ზუგდიდში, სახლის გარეშე დარჩენილ ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ზუგდიდში, კრილოვის ქუჩაზე შეროზიების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ახლობლების ინფორმაციით, 5-სულიანი ოჯახი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სურსათ-სანოვაგის გარეშე დარჩა. 
"ოჯახი დარჩენილია ყველაფრის გარეშე, ყავთ 2 ბავშვი. ვერაფრის გამოტანა ვერ მოახერხეს, საერთოდ ვერაფრის. ვისაც რა შეგიძლიათ, გთხოვთ დავეხმაროთ, მათთვის ახლა ყველაფერი მნიშვნელოვანია. ასევე სამშენებლო კომპანიები და სამეურნეო მაღაზიებიც თუ გამოიჩენენ გულისხმიერებას, კარგი იქნება. გთხოვთ, ვისაც მიგიწვდებათ ხმა და შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ, არ დაიზაროთ", - წერს ფეისბუქზე ოჯახის ახლობელი, თამარ გამსახურდია.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე - GE65BG0000000345909109GEL. მიმღები მედეა თოდუა (ოჯახის წევრი).
Print