ახალი ამბები
ფოთში სატვირთო მანქანების გაქურდვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში სატვირთო ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე 3 პირი დააკავა. ინფორმაციას უწყების პრესცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ზ.ჩ., 2000 წელს დაბადებული დ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული დ.ღ. ფოთში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 31 იანვარს, ფოთში, სხვადასხვა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები გაქურდეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავეს.

ფოთში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.


Print