ახალი ამბები
დააკავეს გალის მცხოვრები, რომელიც 2010 წლიდან მიმალვაში იყო
აფხაზმა სამართალდამცავებმა გალის რაიონის სოფელ დიხაზურგას მცხოვრები, 42 წლის გოგიტა გულუა დააკავეს, რომელზეც 2010 წლიდან ძებნა იყო გამოცხადებული. ის ეჭვმიტანილია გალის რაიონის სოფლებში, 2009 წლის 13 დეკემბრიდან, 2010 წლის 29 დეკემბრამდე ჩადენილ რამდენიმე ყაჩაღურ თავდასხმაში. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის შსს იუწყება.

დანაშაულში მონაწილე კიდევ რამდენიმე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მანამდე, სხვადასხვა დროს დაეკისრა. გულუა კი მიმდინარე წლის 21 იანვრამდე მიმალვაში იმყოფებოდა. 


Print