ახალი ამბები
ხობში შუახნის მამაკაცის ცხედარი წყლის არხში იპოვეს
ხობში, სოფელ პირველი მაისის ტერიტორიაზე 65 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მას ფეხი დაუცურდა და არხში გადავარდა.

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
Print