ახალი ამბები
შსს-მ ზუგდიდში ბრინჯაოს ქანდაკების მოპარვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორიაზე კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკების მოპარვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 183-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლებას გულისხმობს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

ქანდაკების გაუჩინარება დღეს დილის 9 საათზე შეიტყვეს, როდესაც მუზეუმის უსაფრთხოების სამსახური ეზოში შემოვლას აკეთებდა. დაზიანებულია ქანდაკების პიედესტალი, ხოლო განათება შეტრიალებულია.

ამავე თემაზე: 

დადიანების მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს
Print