ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 1 577 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 24 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 221 პირი, ხოლო 54 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 11 801 დაფიქსირდა, აჭარა - 2 187, იმერეთი - 3 382, ქვემო ქართლი - 1 265, შიდა ქართლი -1 418, გურია - 657, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 114, მცხეთა-მთიანეთი - 697, სამცხე-ჯავახეთი - 380, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 138.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 210 686, საიდანაც 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 277 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 350 454.

Print