Error
რეგიონი
რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული სამი ქართველი გაათავისუფლეს
რუსი მესაზღვრეების  მიერ დაკავებული სოფელ ზეღდულეთის სამი მაცხოვრებელი ცხინვალის ე.წ. იზოლატორიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ნანა ვანიშვილი და ალექსანდრე ცერცვაძე, ასევე  ირაკლი მერებაშვილი გუშინ საღამოს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2000 რუბლიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზეღდულეთის 4 მაცხოვრებელი მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დააკავეს, აქედან 1 არასრულწლოვანი იმავე დღეს გაათავისუფლეს.
Print