ახალი ამბები
გაგრაში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გაგრაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, ხანძრის შესახებ შეტყობინება უწყებაში10 თებერვალს, დაახლოებით, 20 საათსა და 30 წუთზე შევიდა. ადგილზე მოსულ მეხანძრეებს სახლი თითქმის მთლიანად დამწვარი დახვდათ.

ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მაშველებმა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი.


Print