ახალი ამბები
ფოცხო-ეწერში სასტუმროს ყოფილი შენობა იყიდება
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,  ჭალეში, ფოცხო-ეწერის დასახლებაში მდებარე 2790.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას ყიდის. აღნიშნულ შენობაში სასტუმრო იყო მოწყობილი. ამასთან, იყიდება 20546.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. ქონება უპირობოდ იყიდება და მისი  საწყისი ფასი 1 005000 ლარია. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობა 16 თებერვალს დასრულდება.
Print