ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გიგა ფარულავა აირჩიეს
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი გიგა ფარულავა გახდა. თავმჯდომარის არჩევა ზუგდიდის საკრებულომ მხოლოდ მე-6 ცდაზე შეძლო. სხდომაზე აღნიშნულ კანდიდატურას მხარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 22 - მა და მისივე პარტიის 3 - მა წევრმა დაუჭირა.

მმართველი პარტიის დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ინფორმაციისთვის, ზუგდიდის საკრებულოში სულ 45 დეპუტატია. აქედან 22 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, 20 - "ქართული ოცნების", ხოლო 3 პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენელია.


Print