რეგიონი
აფხაზეთში, წებელდის რუსულ ბაზაზე, სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში, სწავლებას გაივლიან. წვრთნებში, რომლებიც წებელდის სამთო პოლიგონზე გაიმართება, 1,5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება. ინფორმაციას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, "ორმხრივ ტაქტიკურ სწავლებაში" მონაწილეობას მიიღებს სამხრეთის სამხედრო ოლქის 300-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა - "დოზორის" სადაზვერვო მანქანები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "აკაცია", BTR-80-ის ბაზაზე არსებული საკომუნიკაციო მანქანები და სხვა.
Print