ახალი ამბები
ენგურზე "საზღვრის" უკანონო კვეთის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში 10 პირი მიეცა - სოხუმი
2021 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" თანამშრომლებმა, რუს კოლეგებთან ერთად, სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის 5 ათასზე მეტი "დამრღვევი" დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. დე ფაქტო სუსის თანახმად, ენგურზე "საზღვრის" უკანონო კვეთის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 10 პირი, ამავე პერიოდში, მათ  "საზღვარზე" სხვადასხვა მიზნით საქონლის უკანონო გადატანის 160 მცდელობა აღკვეთეს.

"ამოღებულია, 11 400 000 - მდე რუბლის ოდენობის, 33 800 ბლოკი თამბაქოს პროდუქცია, ასევე 3 600 000 რუბლის ღირებულების სამომხმარებლო დანიშნულების საქონელი. დაახლოებით, 80 000 რუბლის ღირებულების საბრძოლო მასალა, 800 000 რუბლის ღირებულების, 28 ერთეული კრიპტოვალუტის მაინინგ მოწყობილობა. უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობის შესაბამისად გატარებულია სამართლებრივი ზომები", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.



Print