ახალი ამბები
ფოთში, შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დიანა კაზნაფეროვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. 

დაცვის მხარემ,  ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმის გათვალისწინებით, რომ კაზნაფეროვას არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ არ გაზიარა აღნიშნული შუამდგომლობა და დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

პროცესზე ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და სთხოვა მიეცათ უფლება შვილთან ყოფილიყო.

ცნობისთვის, ფოთში, საკანალიზაციო მილში, ახალშობილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.


ამავე თემაზე: 

საკანალიზაციო მილში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის დედას ბრალი წაუყენეს

ფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა, სავარაუდოდ, დააკავეს




Print