რეგიონი
ჯვარის მეოთხე საჯარო სკოლაში ხანძარი იყო
წალენჯიხაში, ჯვარის მეოთხე საჯარო სკოლაში ხანძარი იყო. სკოლის დირექტორის გერონტი გოგოხიას თქმით, ცეცხლი სხვენში საგაკვეთილო პროცესის დროს გაჩნდა.

,,ელექტროსადენები გადაიტვირთა, რამაც სხვენში დაკვამლიანება გამოიწვია, ადგილობრივმა მოსახლეობამ წყალი მოგვაწოდა და ოპერატიულად ჩავაქრეთ, სახანძროც დროულად მოვიდა'', - გვითხრა სკოლის დირექტორმა გერონტი გოგოხიამ.

მისივე თქმით, ცეცხლის ჩაქრობამდე მოსწავლეებმა სკოლის შენობა დატოვეს.
Print