ახალი ამბები
ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პეტიციაზე, ბოტანიკურში უფასო შესვლის მოთხოვნით
დღეიდან ზუგდიდში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა და მოძრაობა "ხმამ" მოამზადა. ინიციატორები მოითხოვენ, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ყველა მსურველისთვის უფასო იყოს.

პირველი ხელმოწერები მოქალაქეებმა ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი, ილია ჭანტურია გვეუბნება, ჯამში, მინიმუმ 590 ხმაა საჭირო. აღნიშნულ ლოკაციაზე ხელმოწერებს მომდევნო დღეებშიც შეაგროვებენ. 

შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემდეგ პეტიციას განსახილველად საკრებულოს წარუდგენენ.


Print