ახალი ამბები
წალენჯიხაში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
წალენჯიხაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

რაც შეეხება გარდაცვლილ 35 წლამდე მამაკაცს, კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით, ის სამედიცნო დაწესებულებაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით გადაიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Print