ახალი ამბები
სენაკში "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
მმართველი პარტიის სენაკის ორგანიზაცია სასამართლოს მიმართავს და ადგილობივი საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. კერძოდ, საუბარია 9 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე, რა დროსაც "ქართული ოცნების" წევრების თქმით, საკრებულო კვორუმის გარეშე შეიკრიბა და კანონმდებლობის დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების გადარჩევისა, ასევე "გახარია - საქართველოსთვის" 1 წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობის შესახებ.

მმართველი გუნდის დეპუტატები ოპოზიციურ პარტიებს კანონდარღვევაში არანაშაულებენ და მათივე თქმით, პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან საკრებულოს სხდომებს.

ცნობისთვის, წარმომადგენლობით ორგანოში სულ 33 წევრია, მათ შორის "ქართული ოცნებიდან" 16 დეპუტატი, 13 ნაციონალური მოძრაობიდან, ხოლო 4-ს კი პარტია "საქართველოსთვის" მანდატი აქვს.
Print