ახალი ამბები
წვიმა, ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროება - გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 25 თებერვალს დღის ბოლოდან 27 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი, შესაძლებელია ნისლი, მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი.

„ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება “, - აღნიშნულია საგენტოს ინფორმაციაში.

ასევე, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი ღელვა.

Print