ახალი ამბები
ფახულანში უკრაინისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა
წალენჯიხის მერიის ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სოფელ ფახულანში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა, მისი მოადგილე თამარ ბელქანია და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა. თამარ ბელქანიას თქმით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მზადაა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეიფაროს 20 დევნილი უკრაინელი ბავშვი. 

"ეს არის უკრაინის სოლიდარობის აქცია, რადგან აქ იდგა რუსის ჯარი. ჩვენ და უკრაინა ვართ ქვეყნები, რომლებმაც ვიცით რა არის რუსის ჯარი, ვიცით რა არის ოკუპაცია. ჩვენ მოვუწოდებთ სხვა მუნიციპალიტეტებს, ისევე,როგორც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ 20-მდე უკრაინელი ბავშვი შევიფაროთ, მოვუაროთ, ჩაერთონ ამ აქციაში და ქმედითად დავუდგეთ გვერდში უკრაინელ ხალხს. იმ პრობლემას, რაც დღეს მსოფლიო უსაფრთხოებას გააჩნია, სახელი აქვს და მას ჰქვია პუტინის სახელი", - თქვა მერის მოადგილემ.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს 137 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ასეული კი დაშავდა.






Print