ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებენ. ინფორმაციაში, რომელსაც რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს ნათქვამია, რომ გუბერნატორის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან შემდეგ ოლქებთან და ქალაქებთან: ხერსონის ოლქი, პოკროვსკის, ვოზნესენსკის, მარიუპოლის, ბოიარკას, ბელაია-ცერკოვის, ლუგანსკის, ჩორნომორსკის, სევასტოპოლის, უკრაინკის, სლავსკეს და გოროხოვოს მუნიციპალიტეტები.

"გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება.  მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო ნივთების შესაძენად. აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს, შეძლებისდაგვარად მუნიციპალიტეტების მოსახლეობას.ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფთ", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ:


სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - 599 62 65 61;

ზუგდიდის მერია - 591 44 54 18;

ფოთის მერია - 577 92 78 78;

მესტიის მერია - 595 09 85 30;

ხობის მერია - 599 85 60 99;

სენაკის მერია - 599 28 72 40;

აბაშის მერია - 599 44 88 58, 599 85 47 12;

მარტვილის მერია - 591 00 78 70;

ჩხოროწყუს მერია -599 856 577.

პუნქტები გახსნილი იქნება შემდეგ მისამართებზე:

ზუგდიდის სპორტის სასახლე, მის: ქ. ზუგდიდი, დავით აღმაშენებლის ქ. 222;

ფოთი, ნინო ჟვანიას ქ. N 7, მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული სპორტული დარბაზი;

ხობი, ცოტნე დადიანის ქ. N189 (კულტურის სახლი);

სენაკი, გოგოლაძის მოედანი #1 (თეატრალური მოედანთან);

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია, მის: ქ. აბაშა, ტროფი დარასელიას ქ. N1;

მარტვილის კულტურის სახლი, მის: თავისუფლების ქ.N7;

ჩხოროწყუ, დავით აღმაშენებლის #1, მერიის შენობა.


Print