ახალი ამბები
სოხუმი - აფხაზეთში გეგმური სამხედრო სწავლება გაიმართება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ვლადიმერ ანუას განცხადებით, აფხაზეთში სამხედრო წვრთნების ჩატარება იგეგმება. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით, "შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმები გადაყვანილია სამსახურის სპეციალურ რეჟიმზე და  მზად არიან შეასრულონ დავალებები დანიშნულებისამებრ".  მისივე განმარტებით, "თავდაცვის სამინისტრო გეგმურ ღონისძიებებს ახორციელებს". ინფორმაციას სააგენტო "აფსნიპრესი" ავრცელებს. 

ცოტა ხნით ადრე  აფხაზეთის დე ფაქტო აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებულებებს დონბასის ორი სეპარატისტული რესპუბლიკის აღიარებაზე. მან ასევე გასცა განკარგულება ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების, შეიარაღებული ძალებისა და შს სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფების გააძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ "ქართული მხრიდან პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით".

მანამდე, ბჟანიას განკარგულებით, "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" თანამშრომლების ჯგუფმა დონბასიდან ევაკუირებული 100 - მდე ადამიანი, ძირითადად, ქალები და ბავშვები, ჩამოყვანა. ისინი სოხუმის სასტუმრო "აიტარში" განათავსეს.





Print