ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 200-მდე ადამიანი დაინფიცირდა, 3 გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 474 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 196-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 133 ადამიანი მკურნალობს, აქედან 31 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების  51 901 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 45 433, ხოლო გარდაიცვალა 651 ადამიანი.
Print