რეგიონი
სანდრო სორდია: ქალაქში ჩერდება ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტები
ზუგდიდის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" სანდრო სორდია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ სხდომის დატოვებას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ ვითარებაში ეს საკრებულოს მუშაობას და მუნიციპალიტეტის განვითარებას აფერხებს.

"მე ვფიქრობ რომ სოლიდარობა უკრაინის მიმართ, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია. ეს ყველას ვალდებულებაა, მაგრამ დღეს ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და მუნიციპალიტეტებს აქტიურ რეჟიმში გადასვლა. სამწუხაროდ, დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" სიმბოლური და საჭირო პროტესტის შემდეგ, რომელსაც ყველა ვუერთდებით და ყველა გამოვხატავთ, დატოვა სხდომათა დარბაზი, რითიც ჩაშალა საკრებულოს სხდომა. შესაბამისად, ქალაქში ჩერდება ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტები. ვერ იყოფენ და ვერ ანაწილებენ, თუ რა არის ამის მიზეზი არ ვიცი, იმ თანამდებობებს, რაც აუცილებელია ქალაქის განვითარებისთვის", - აღნიშნა სორდიამ.

მას შემდეგ, რაც წარმომადგენლობით ორგანოში უკრაინის ჰიმნი გაჟღერდა და დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას, ენმ-ს წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. მათი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საკრებულოში საკითხების განხილვა შეუძლებელია.
Print