ახალი ამბები
უკრაინელებისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ ტვირთს ფოთშიც აგროვებენ
ფოთში, დამეგობრებული უკრაინული ქალაქების დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული ტვირთვის შეგროვება მიმიდინარეობს. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, აქციაში მერიასთან ერთად ჩართულია, როგორც კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.

"ფოთის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა, სრულად მოხმარდება პირველადი საჭიროების ნივთების შეძენას. ასევე გახსნილია სახაზინო კოდი, სადაც დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა. ფოთის მსგავსად პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ფოთში ჰუმანიტარული პუნქტი გახსნილია ნინო ჟვანიას ქ. N 7-ში, მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ დარბაზში.
Print