რეგიონი
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 40 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 40 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, 2022 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 205 ფაქტი გამოავლინეს, 9 ფაქტი კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამავე ინფორმაციით, კახეთში დაფიქსირდა 37 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 33, იმერეთში - 29, ქვემო ქართლში - 24, შიდა ქართლში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 16, აჭარაში - 3, გურიაში კი, 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა. რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 42 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
Print