ახალი ამბები
დმო-მ სამეგრელოზე გადაღებული საიმიჯო ვიდეორგოლების პრეზენტაცია გამართა
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) სამეგრელოს შესახებ პრომო-ვიდეოების პრეზენტაცია გამართა. საიმიჯო რგოლები UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.



"ვიდეოების მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს სამეგრელოს რეგიონსა და მის ტურისტულ შესაძლებლობებს. პირველ ვიდეოზე წარმოდგენილი იქნება მეგრელი მთავრების - დადიანების სახელთან დაკავშირებული ლოკაციები სამეგრელოში და ის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომლებიც მათ დაგვიტოვეს. მეორე ვიდეო უნიკალურ მეგრულ გასტრონომიაზეა, - სტუმართმოყვარეობის ადგილობრივი ტრადიციები და უგემრიელესი კერძები, რომელიც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტორებზე", - ნათქვამია დმო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიების და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


Print