ახალი ამბები
ხვალიდან ამინდი გაუარესდება
9-12 მარტს საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. მთიან რეგიონებში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.


Print