ახალი ამბები
სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგებზე დეფიციტი არ არსებობს - ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციაში, რომელსაც უწყების პრესცენტრი ავრცელებს, ნათქვამია, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ქვეყანაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდებისა და მარაგების შევსების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება.

"დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან", - თქვა მინისტრმა.

ამავე თემაზე: 

ემუქრება თუ არა ზუგდიდის მაღაზიებს შაქრის დეფიციტი - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პასუხი
Print