ახალი ამბები
NATO აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს - კოლომინა
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ აღიარებს დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას. 

"ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ვკითხულობთ თვითერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 12 მარტს, ე.წ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.


Print