ახალი ამბები
ენგურჰესიდან ელექტროენერგიით უზრუნველყოფილ აფხაზეთის რაიონებში ისევ შეზღუდვები დაწესდება
ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნისა გამო, ენგურჰესიდან ელექტროენერგიით უზრუნველყოფილ გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის და ტყვარჩელის რაიონებში ისევ შეზღუდვები დაწესდება. ინფორმაციას "ჩერნომორენერგო" ავრცელებს.

7 მარტს აფხაზურმა ენერგოკომპანიამ განაცხადა, რომ ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის მატების გამო, აღნიშნულ რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდებაზე მანამდე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.

კომპანიის ინფორმაციით, ენერგოდეფიციტს ზამთრის პერიოდში გაზრდილი დატვირთვა და ინფრასტრუქტურის ცვეთა იწვევს.

ენერგოდეფიციტის აღმოსაფხვრელად, დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე აკრძალულია კრიპტოვალუტის მოპოვება და მოქმედებს ელექტროენერგიის გათიშვის "მარაოსებრი" გრაფიკი.

"2021 წლის 21 დეკემბრიდან აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს, რაც "რესპუბლიკის ტერიტორიის დაახლოებით ორ მესამედს ფარავს, დანარჩენს (აღმოსავლეთის რაიონები)"ვარდნილ ჰესი-1" ამარაგებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Print