რეგიონი
სინოპტიკოსები ორი დღე თოვლს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგემნტოს ინფორმაციით, 18-20 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა და ნისლი.

უწყების ცნობით ნავარაუდევია საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

,,საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა'', -  ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print