უკრაინაში რუსულ აგერსიას კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, სენაკელი ბახვა ჩიქობავა შეეწირა.      
გავრცელებული ინფორმაციით ქართველი მეომარი  მარიუპოლში დაიღუპა.
ბახვა ჩიქობავა 2012 წლამდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის  სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
ინფორმაციისთვის, ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი, 18 მარტს ირპენთან ბრძოლაში 
დაიღუპნენ.			 
			
მასალის გამოყენების პირობები