ახალი ამბები
სამეგრელოში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 65 და 35 წლის მამაკაცები გასული წლის ზაფხულში მოზარდი მეზობლის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი სოფლის მაცხოვრებლებმა მათი სახლი გადაწვეს.

სასამართლო სხდომას ბრალდებულებთან ერთად დაზარალებულის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
Print