ახალი ამბები
ფლანგვის დეტექტორი: 2019-20 წლებში სენაკის მერიამ უხარისხო სამუშაოებში მილიონ ლარზე მეტი დახარჯა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019-2020 წლებში 1,353,200 ლარი დახარჯა ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც ან საერთოდ ვერ ფუნქციონირებს, ან სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, თუმცა მუნიციპალიტეტი არ ავალდებულებს შემსრულებელ კომპანიებს ამ ხარვეზების აღმოფხვრას. ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომელიც ორგანიზაციამ სახელმწიფო აუდიტის 2021 წლის ანგარიში მიხედვით მიამზადა. ამავე ცნობით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 108 ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ჯამში 21,315,500 ლარი დაჯდა, თუმცა, სენაკის მერიამ 13 შემთხვევაში 1 069 000 ღირებულების ისეთი პროექტები ჩაიბარა, რომლებიც უხარისხოდ იყო შესრულებული და ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტს ან ჩაბარების შემდგომ გამოვლინდა ამ პროექტების ნაკლოვანებები. ამასთან, მერიამ შემსრულებელ კომპანიებს პრობლემის აღმოსაფხვრელად დროულად არ მიმართა.

„მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოევლინა მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ მასალაში.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, სენაკის მერიამ 2019-20 წლებში 284,200 ლარი დახარჯა სხვადასხვა ობიექტების რეაბილიტაციაში, თუმცა პროექტები8ს არასწორი დაგეგმვისა და სამუშაოების შეუსრულებლობის გამო ობიექტები არ ფუნქციონირებს.

მაგალითად მოყვანილია რამდენიმე საბავშვო ბარის რეაბილიტაცია და აღნიშნულია, რომ ამ ბაღებში არ არის ელექტრო გაყვანილობა და ის ვერ ფუნქციონირებს, ასევე, ზოგიერთ ბაღში დაამონტაჟეს გათბობის სისტემა, თუმცა ბუნებრივი აირი არ მიეწოდება შენობებს. ასევე, სოფ. ნოსირში მოხდა ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია, მათ შორის საპირფარეშოსი, თუმცა საპირფარეშოს წყალი არ მიეწოდება და ის ვერ ფუნქციონირებს.

Print