რეგიონი
ბალდაში მეუფე სტეფანეს ელოდებიან
მარტვილში, სოფელ ბალდას მამათა მონასტერში ამ წუთებში მეუფე სტეფანეს მოსვლას ელოდებიან. აქ არიან მეუფე სტეფანის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები, რომლებიც ამბობენ, რომ მეუფეს წირვის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

მონასტრის ეზოში იმყოფებიან ჩოხოსნები, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
Print