რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 81 პირი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid 19 ქვეყნის მასშტაბით 817 პირს დაუდასტურდა, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთში ვირუსით 81 ადამიანი დაინფიცირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 1 644 112 ადამიანს გამოუვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი, ჯამში გამოჯანმრთელებულია 1 604 595 ინფიცირებული.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ სამი პირი, სულ ვირუსს 16 681 ინფიცირებული ემსხვერპლა.



Print