ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა, სულ კი ქვეყანაში ვირუსით კიდევ 599 პირი დაინფიცირდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში ქვეყანაში გამოვლენილია 1 644 711 დადასტურებული შემთხვევა.

ამავე მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 846 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 608 441-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 7 ადამიანი, სულ დაწყებიდან დღემდე ვირუსს 16 688 პირი ემსხვერპლა.


Print