რეგიონი
ზუგდიდში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

თვითმხილველების განმარტებით, მიღებული დაზიანებების შედეგად კაცი გარდაიცვალა. მათივე თქმით, მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო ,,ათინათს'' განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


Print