ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 46 ადამიანს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 590 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 46 - სამეგრელო-ზემო სვანეთში. ჯამში ორი წლის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 1 645 301-ს შეადგენს.

ამავე მონაცემებით, ბოლო 24 საათში Covid 19-ისგან განიკურნა 3 247 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულია 1 611 688 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 16 698 ადამიანი ემსხვერპლა.


Print