რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსი 30-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 123 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 31-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 2 პაციენტი -  85 წლის ქალი და მამაკაცი გარდაიცვალა

რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 53 ადამიანი მკურნალობს, აქედან 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 294 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 49 322, ხოლო გარდაიცვალა 678 ადამიანი.


Print