რეგიონი
ზუგდიდის მერიამ სააღდგომო საჩუქრებისთვის 50 ათას ლარამდე გამოყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სააღდგომოდ ბენეფიციარებისთვის გადასაცემი სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტებისთვის 48 350 00 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, სხვადასხვა პროდუქტს მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, ასწელს გადაცილებული პირები, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანები, მარტოხელა მშობლები, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები, სოციალური საცხოვრისისა და უფასოსასადილოს ბენეფიციარები მიიღებენ.

ამავე ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 500 სასაჩუქრე პაკეტის მომზადება, რომელშიც იქნება ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ორ-ორი ქილა შესქელებულირძე, ორ-ორი შეკვრა შაქარი, კარაქინაღების, კარამელი1 შეკვრა, 1 ცალი ლიმონათი, ორი ცალი პასკა, 10 კვერცხი, ერთი შეკვრა ფქვილი, მაკარონი, ერთი ბოთლი ზეთი, ერთი შეკვრა ვაფლის ტორტი, წიწიბურა, ერთი კოლოფი ჩაი, ერთი შეკვრა ბრინჯი, ერთი ცალი ქათამი და ორი შეკვრა კვერცხის საღებავი.

ტენდერში წინადადებების მიღება 29 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება.

Print