რეგიონი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, ქალაქ ირპენთან საბრძოლო შეტაკებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

დაღუპული სამხედრო უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი მეოთხე მეომარია. ორ მათგანს - დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს დღეს კრძალავენ, სენაკელი ბახვა ჩიქობავას სამშობლოში ჩამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
Print