ახალი ამბები
მარტვილში ალტ-ინფოს ოფისის ფუნქციონირება გააპროტესტეს
მარტვილში "კონსერვატიული მოძრაობაის" ოფისის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის დროშებით და ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ, აქ "ალტ-ინფოს" ოფისის გახსნა და მისი ფუნქციონირება გააპროტესტეს.

"პირველ რიგში, მინდა უკრაინაში დაღუპულ, ჩვენი ქვეყნის გმირებს და მათ ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. ჩვენი აქ ყოფნა დაიგეგმა სპონტანურად, მოქალაქეები გულისტკივილით გამოვიდნენ, ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის ოფისის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით რუსულ პროპაგანდას საქართველოში",- თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ კიკალიშვილმა.

აქციის ბოლოს საქართველოს ჰიმნიც გაჟღერდა.

სამეგრელოში კონსერვატიულმა მოძრაობამ ოფისები მიმდინარე წელს გახსნა.


Print