რეგიონი
დარჩელში ალტ-ინფოს ოფისთან ხმაურია
სოფელ დარჩელში ალტ - ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტეს ადგილობრივებმა და ასევე მაჟორიტარმა დეპუტატმა მაია კალანდიამ. ისინი მოითხოვენ მეპატრონისგან, რომ მისი სახლის აივნიდან ჩამოხსნან კონსერვატიული მოძრაობის აბრა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია რუსული პროპაგანდა, რასაც ალტ- ინფოს წარმომადგენლები ახორციელებენ.

,,მწარედ მახსოვს ის რეალობა, რაც იყო 93 წლის შემოდგომაზე ჩვენი სოფელი მხედრიონმა ნაცარტუტად აქცია. მხედრიონმა, რომელიც რუსეთის დავალებას ასრულებდა. აქედან გამომდინარე, დღეს პუტინის რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ჩვენს სოფელს კიდევ ერთხელ გაუსწოროს ანგარიში, რასაც არცერთი დარჩელელი არ მივესალმებით. ვიქნებით წინააღმდეგები. ის ხალხი, რომლებმაც 90-იანები გაიარა, ის მხედრიონის დიდი ტყვიების ქვეშ იცხოვრა, ამას არ დაუშვებს", -  გვითხრა ირაკლი ხუფენიამ.

სოფელში ცოტა ხნის წინ მოვიდნენ ალტ- ინფოს ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მოსახლეობასა და მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია, თუმცა ოფისს პოლიცია იცავს.
Print