რეგიონი
წალენჯიხის მერი უკრაინაში მიდის
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა მიემგზავრება ჰუმანიტარული მისიით, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. მისი თქმით, ის ჩავა ქალაქ იავოროვში, სადაც ხელი მოეწერება ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს.

„მივდივარ უკრაინის ქალაქ იავოროვში, რომელთნაც დამეგობრება შედგა ომის პერიოდში, ეს ისტორიული დამეგობრებაა და მიმაქვს ჩემი მოსახლეობის განწყობები და სავსე ხელები. ეს არის ჰუმანიტარული ტვირთი, ჰუმანიტარული მისია სოლიდარობის და განვითარების ფონდით თქვენ მიერ გაღებული თანხებით შეძენილი ინფრასტრუქტურული საკითხის მოგვარებისთვის საჭირო, ფრონტისპირა ქალაქის ჰოსპიტალური სექტორისთვის დასახმარებლად დიზელ - გენერატორი. ამასთან ერთად მიმაქვს განწყობები ერთობლივი ბრძოლისა , თანადგომისა და საუკუნოვანი მეგობრობისა. ქალაქ იავოროვში ხელი მოეწერება ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს და ეს იქნება გრძელვადიანი ისტორიული დამეგობრება, რომელიც ომის პირობებში მხარდაჭერით გამოიხატება და მშვიდობის პერიოდში აღმშენებლობაში თანადგომით“, - განაცხადა გია ხარჩილავამ.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რეგიონებში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება რამდემიმე დღეა მიმდინარეობს.

Print