რეგიონი
წალენჯიხის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა
გიორგი გახარიას პარტიიდან წალენჯიხის საკრებულოს წევრს გელა აბულაძეს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო, ამასთან, პატიმრობა შეეფარდა მერის წარმომადგენელს ანზორ ფიფიასაც. რაც შეეხება მათთან ერთად დაკავებულ კიდევ 9 პირს, ისინი აღკვეთის ღონისძიების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. 

ადვოკატების ინფორმაციით, გელა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა და ოპოზიციონერი დეპუტატი ბრალს არ აღიარებს. აბულაძეს თავდებში საქართველოს პარლამენტის, ასევე, წალენჯიხის საკრებულოს წევრები უდგებოდნენ.

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 9 პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელევს.

ამავე თემაზე: პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს წევრისთვის პატიმრობას ითხოვს


Print