რეგიონი
სოფლის მეურნეობის მინისტრი სამეგრელოში იმყოფება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამეგრელოში ვიზიტი სოფელ ზედაეწერში მოცვის პლანტაციის დათვალიერებით დაიწყო. მან მსგავსი წარმოებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყველა პროექტი, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, მიმართულია ჩვენი ფერმერების ხელშეწყობისკენ, რათა მათ აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქცია. ჩვენ ვეხმარებით ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლში, დაწყებული წარმოებიდან, დასრულებული მარკეტინგით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ვიმყოფებით მეურნეობაში, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით ფერმერმა განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიცია, დაახლოებით მილონ 700 ათასი ლარის ოდენობის და აქაც ჩვენ დავინახეთ სახელმწიფოს და ფერმერის თანამშრომლობის კარგი მაგალითი, სადაც ფერმერმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე პროგრამაში, ისეთში, როგორიც არის: დანერგე მომავალი, შეღავათიანი აგროკრედიტი, ასევე ტქნიკის პროგრამა. მან ისარგებლა რა ამ პროგრამებით, შეძლო ძალიან კარგი მეურნეობის შექმნა. მას მუდმივად დასაქმებული ჰყავს 15 ადამიანი, სეზონზე კი ასაქმებს დაახლოებით 150 ადამიანს. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენ ქვეყანაში ვაწარმოოთ მეტი პროდუქცია , დავასაქმოთ მეტი ადამიანი და გავაძლიეროთ ჩვენი სოფელი“ - თქვა ოთარ შამუგიამ.

მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან ერთად დღეს ზუგდიდში, ხობში, მარტვილსა და აბაშაში სხვადასხვა ობიექტს დაათვალიერებს.
Print