რეგიონი
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს
ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვარში ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ადგილობრივები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ადგილზე სოფლის მეურნეობის მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ პირველი პრეზიდენტი გაიხსენეს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის 31- ე  წლისთავთან დაკავშირებით, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პირველი პრეზიდენტის ბიუსტთან შეიკრიბნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

დღეს ზვიად გამსახურდია 83 წლის გახდებოდა.
Print